Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები


ბულგარეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რასაც წინ უძღოდა ივლისში სოციალისტების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური მთავრობის გადადგომა. მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტი ხმა ერგება მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „გერბ“-ს რომელსაც სათავეში უდგას ბოიკო ბორისოვი. თუმცა ის, სავარაუდოდ, ვერ მოიპოვებს ხმების უმრავლესობას. ევროკომისია ბულგარეთისაგან მოითხოვს რუსეთიდან გაზის საექპორტო პროექტ „სამხრეთის ნაკადში“ მონაწილეობის შეწყვეტას, რის გამოც პროექტზე მუშაობა შეჩერებულია. ბოიკო ბორისოვის თქმით, ის მხოლოდ ევროკავშირის თანხმობის შემთხვევაში მიემხრობა „სამხრეთის ნაკადს“, ხოლო სოციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ პროექტის განხორციელებას. ბულგარეთი ნატოს წევრიც არის.

XS
SM
MD
LG