Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ ქვეყნის ლიდერი თავს კარგად გრძნობს


სამხრეთ კორეის მთავრობის წევრის, გაერთიანების მინისტრ რიო კილ-ძაეს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩონ ინს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს. 31 წლის კიმ ჩონ ინი 3 სექტემბრიდან საჯაროდ არ გამოჩენილა, რის გამოც ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ის შესაძლოა, ავად იყოს. მაგრამ სამხრეთკორეელი მინისტრის განცხადებით, რომელიც ეფუძნება მაღალი რანგის ჩრდილოეთკორეელი ოფიციალური პირისაგან, კიმ იან კონისაგან მიღებულ ინფორმაციას, კიმ ჩონ ინი თავს კარგად გრძნობს. ოფიციალური პირი კიმ იან კონი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიდევ ორ მრჩეველთან ერთად 4 ოქტომბერს ეწვია სამხრეთ კორეას, საერთაშორისო ტურნირის,““აზიის თამაშების“ დახურვის ცერემონიაზე დასასწრებად. სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთკორეელების ვიზიტი დიდი იშვიათობაა.

XS
SM
MD
LG