Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეები განაგრძობენ იერიშს დონეცკის აეროპორტზე


აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტები განაგრძობენ იერიშს დონეცკის აეროპორტის ასაღებად, ერთი თვის წინ ხელმოწერილი ზავის მიუხედავად. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, რომელიც მან 4 ოქტომბერს გააცნო ჟურნალისტებს, წინა დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის აეროპორტის აღების წარუმატებელი მცდელობისას დაიღუპნენ 12 სეპარატისტი და მთავრობის ორი ჯარისკაცი. ბოლო კვირაში უფრო ინტენსიური გახდა იერიშები. სეპარატისტები ტანკებიდან ესვრიან დონეცკის აეროპორტის მთავარ ტერმინალს. დონეცკი - აღმოსავლეთ უკრაინის უდიდესი ქალაქი - სეპარატისტების მთავარი დასაყრდენია, თუმცა აერპორტს კვლავაც მთავრობის ჯარები აკონტროლებენ. ამასობაში გავრცელდა დონეცკის საკრებულოს ცნობა, რომ 4 ოქტომბერს ქალაქზე საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი. დაპირისპირებული მხარეები არ იცავენ ზავს, რომელიც ითვალისწინებს უკან დახევას 15-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG