Accessibility links

logo-print

გერმანია უკრაინაში აგზავნის ჰუმანიტარული დახმარების კოლონას


გერმანია უკრაინაში აგზავნის ჰუმანიტარული დახმარების კოლონას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის, გერდ მიულერის განცხადებით, 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩავა აღმოსავლეთ უკრაინაში. გერმანია აგზავნის მობილურ სახლებს, საველე პირობებს მორგებულ სამზარეულოებს, გენერატორებს, შეზლონგებს, საბნებს, თბილ ტანისამოსს. მინისტრის განმარტებით, 12 მილიონამდე დოლარის დახმარება არის „სალიდარობის სიგნალი“ უკრაინელი ხალხისათვის, რომ მას შეუძლია იქონიოს გერმანიის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი. ჰუმანიტარულ კოლონას თან ახლავს პოლონეთის პოლიცია და სახანძრო დახმარება. კოლონა 7 ოქტომბერს დილით გადაკვეთს პოლონეთ-უკრაინის საზღვარს.

XS
SM
MD
LG