Accessibility links

logo-print

გროზნოში მოწყობილმა აფეთქებამ ოთხი პოლიციელი შეიწირა


გროზნოში ოთხი პოლიციელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა აფეთქებისას, რომელიც საკონცერტო დარბაზთან მოხდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. სამოქალაქო პირებს შორის დაზარალებულებზე არაფერს იუწყებიან. 5 ოქტომბერს გროზნოს დღეს აღნიშნავენ - ზეიმობენ ქალაქის დაარსების 196-ს წლისთავს. ამას გარდა, 5 ოქტომბერს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაბადების დღეა. მას 38 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG