Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მოეწყო აფეთქება ქალაქის დღის აღნიშვნისას


გროზნოში ხუთი პოლიციელი დაიღუპა და 12-მდე კაცი დაიჭრა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა იმ ადგილთან, სადაც უნდა გამართულიყო კონცერტი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გროზნოს დღესთან დაკავშირებით. 5 ოქტომბერს აღნიშნეს გროზნოს დაარსების 196-ე წლისთავი. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოაწყო 19 წლის ოფთი მუდაროვმა - გროზნოს მკვიდრმა, რომელიც ორი თვის წინ წავიდა შინიდან და მას მერე აღარ გამოჩენილა. 5 ოქტომბერს არის ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაბადების დღეც. მას 38 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG