Accessibility links

ბულგარეთის არჩევნებში კონსერვატიული პარტია „გერბი" იმარჯვებს


ბულგარეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული პარტია „გერბი“. მას ერგო ხმების 34%, ხოლო სოციალისტურ პარტიას - 16%. 240-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 4%-ანი ბარიერი გადალახა კიდევ რამდენიმე პარტიამ. 5 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც ივლისში გადადგა სოციალისტების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური მთავრობა. არჩევნების ოფიციალური შედეგები 6 ოქტომბერს გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG