Accessibility links

ინდოეთის ოკეანეში განახლდა თვითმფრინავის ძებნა


6 ოქტომბერს, გაუჩინარებიდან 6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ძებნა განახლდა ინდოეთის ოკეანეში. ძებნას შეუდგება პირველი გემი სამიდან, რომელიც წლის განმავლობაში გააგრძელებს ძებნას. დანარჩენი ორი გემი მიმდინარე თვეში შეუერთდება ძებნის ოპერაციას. ეკიპაჟები გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიას ზღვის ფსკერზე „ბოინგ 777“-ის მოსაძებნად. თვიტმფრინავი 8 მარტს გაუჩინარდა. ის ასრულებდა რეისს კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ. თვითმფრინავში 239 მგზავრი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG