Accessibility links

logo-print

ჟენევაში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია


საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 7-8 ოქტომბერს გაიმართება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 29-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თბილისის დელეგაცია ჟენევაში დასვამს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე საკონტოლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის შესაძლო შემცირებაა. დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებათა დარღვევის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განზრახვა, რომ საზღვარზე არსებული ხუთიდან ექვსი პუნქტი უნდა დაიხუროს. რუსულმა სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ 3 ოქტომბერს გაავრცელა ხაჯიმბას განცხადება, რომლის თანახმად, აფხაზეთის უსაფრთხოების გათვალისწინებით, მდინარე ენგურზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა დარჩეს.

XS
SM
MD
LG