Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი


ქუთაისის საქალაქო სასამართლო დღეს გადაწყვეტს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხს. 3 ოქტომბერს, ქუთაისში დევნის ოპერაციისას პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დევნის ოპერაცია ქურდობის ფაქტზე მხილებულის მიმართ მიმდინარეობდა. მკვლელობის გამო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა და სისხლის სამართლის საქმე იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას ითხოვს. სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს დაკავებული პოლიციელის ადვოკატი თეიმურაზ ბუცხრიკიძე. მისი განცხადებით, ლაშა ჯიხვაშვილი მისთვის წარდგენილი მუხლით თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG