Accessibility links

ზავის დარღვევის ფონზე უკრაინაში ვიქტორია ნულანდს ელიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი 6 ოქტომბერს კიევში ჩავა და უკრაინის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ვიზიტისას განხილულ თემებს შორის იქნება „აშშ-ის ძალისხმევა დაეხმაროს უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის სტატუსი და აშშ-ის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.“ ნულანდის ვიზიტის ფონია უკრაინის განცხადებები, რომ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელებულ ზავს არღვევენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. არმიის პრესმდივნის, ვლადიმირ პოლიოვის მიერ 5 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთის რამდენიმე ადგილას სამთავრობო ძალებზე განხორციელებულ თავდასხმებს. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დონეცკში მეამბოხეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ედუარდ ბასულინმა განაცხადა, რომ სამი პრო-რუსულად განწყობილი მეომარი დაიღუპა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ძირითადად აეროპორტის გარშემო მომხდარ შეტაკებებში. აეროპორტს უკრაინის არმია აკონტროლებს, მეამბოხეები უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ იქიდან მათ განდევნას.

XS
SM
MD
LG