Accessibility links

logo-print

ნატოს ახალ ლიდერს რუსეთთან „კონსტრუქციული“ კავშირები სურს


ნატოს ახალი ლიდერი აცხადებს, რომ ალიანსს რუსეთთან „კონსტრუქციული“ ურთიერთობა სურს, მიუხედავად აღმოსავლელი ევროპელი წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა. იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივანი გასულ კვირაში გახდა და ამჟამად პირველ საერთაშორისო ვიზიტს ახორციელებს პოლონეთში. ამ ქვეყანაში გამომავალ „გაზეტა ვიბორჩაში“ 6 ოქტომბერს დაიბეჭდა მისი სიტყვები „ძლიერი ნატო და რუსეთთან კონსტრუქციული კავშირების განვითარება ერთმანეთს არ გამორიცხავსო.“ სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო უერთგულებს თავის საერთაშორისო დაპირებებს, მათ შორის ცივი ომის შემდეგ მოსკოვთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმად ყოფილ კომუნისტურ ბლოკში უნდა შეიზღუდოს ჯარის განთავსება. პოლონეთის სახელმწიფო მაუწყებლის მიერ 5 ოქტომბერს გადაცემულ გამოსვლაში სტოლტენბერგმა თქვა, ნატო თავის ძალებს „სადაც საჭიროდ ჩათვლის“, იქ განათავსებსო - რამაც პოტენციურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთისთვის 1997 წელს მიცემული პირობა, რომ ალიანსი აღმოსავლეთში არ განათავსებდა პერმანენტულ საბრძოლო კონტინგენტს. ნატოსა და მოსკოვს შორის კავშირები დაძაბულია უკრაინის კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG