Accessibility links

logo-print

ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა გროზნოში თვითმკვლელის მიერ აფეთქებას


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ, რასაც ხუთი პოლიციელის სიკვდილი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთის დანაყოფი იუწყება, რომ მოიერიშემ თავი აიფეთქა 5 ოქტომბერს, იმ საკონცერტო დარბაზის წინ, სადაც ცოტა ხანში უნდა დაწყებულიყო გროზნოს დღის აღსანიშნავი კონცერტი. დაიჭრა სულ მცირე 12 ადამიანი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ადგილობრივი პოლიციელები, რომლებიც საკონცერტო დარბაზის წინ, მეტალის დეტექტორებთან მუშაობდნენ, დააეჭვა ხალხში მდგარი ახალგაზრდა მამაკაცის ქცევამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამუშავა, როცა მას პოლიციელები მიუახლოვდნენ. პოლიციის ცნობით, მოიერიშე, რომელიც თავადაც დაიღუპა აფეთქების შედეგად, წინასწარ ამოცნობილ იქნა როგორც 19 წლის ოპთი მუდაროვი. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე გროზნოში მომხდარ სასიკეთო ცვლილებებზე საუბრობდა ჩეჩნეთის პრო-მოსკოვურად განწყობილი ლიდერი, რამზან კადიროვი - მისი თქმით, ქალაქი ახლახან დანგრეული იყო, მაგრამ ის ხელახლა აშენდა.

XS
SM
MD
LG