Accessibility links

გამოვლინდნენ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები


მედიცინის დარგში ნობელის პრემია წელს მიენიჭათ ამერიკულ-ბრიტანული წარმოშობის მეცნიერს, ჯონ ო’კიფს და ნორვეგიელ ცოლ-ქმარს, მეი-ბრიტ მოსერს და ედვარდ მოსერს. შვედეთში განთავსებული კაროლინსკას ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის განცხადებით, ამ სამმა მეცნიერმა ხელი შეუწყო იმის გაგებას, თუ როგორ ქმნის ტვინი „ჩვენი გარემომცველი სივრცის რუკას და როგორ ვახერხებთ კომპლექსურ გარემოში ორიენტაციას.“ ასამბლეის განცხადებით, ამ საკითხს „საუკუნეებია იკვლევენ ფილოსოფოსები და მეცნიერები.“ მედიცინის დარგში გაცემული პრემია, რომელიც 1,1 მილიონი დოლარის მოცულობისაა, პირველია ყოველ წელს გაცემული ნობელის პრემიების რიცხვში. ნობელის კვირა, ტრადიციულად, იწყება მეცნიერების სფეროში სამი პრემიის გაცემით, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი უკავშირდება მშვიდობის დარგში გასაცემ პრემიას, რომელიც 10 ოქტომბერს გამოცხადდება. წელს ამ პრემიაზე რეკორდულად დიდი რაოდენობა, 278 ნომინაცია გაკეთდა, მათ შორის არიან რომის პაპი ფრანცისკე და აშშ-იდან გაქცეული ინფორმატორი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი.

XS
SM
MD
LG