Accessibility links

logo-print

ქუთაისში მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილს, რომელიც მირზა ბუჩუაძის მკვლელობაშია ბრალდებული. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახედ. 3 ოქტომბერს, ქუთაისში დევნის ოპერაციისას პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დევნის ოპერაცია ქურდობის ფაქტზე მხილებულის მიმართ მიმდინარეობდა. მკვლელობის გამო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა და სისხლის სამართლის საქმე იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ჯიხვაშვილი მისთვის წარდგენილი მუხლით თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG