Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ დაკარგული ყირიმელი თათარი გარდაცვლილი იპოვეს


ყირიმელი თათარი კაცი, რომელიც ამ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე გასულ თვეში დაიკარგა, მისი დის განცხადებით გარდაცვლილი იპოვეს. ედემ ასანოვის დამ, ფერიდემ რადიო თავისუფლებას 6 ოქტომბერს უთხრა, რომ ასანოვის გვამი ყირიმის ქალაქ ევპატორიის ერთ-ერთ მორგში იყო და მას 7 ოქტომბერს, ქალაქ საკიში დაკრძალავენ. ფერიდეს, რომელსაც თავისი გვარი არ დაუკონკრეტებია, სხვა დეტალები არ უთქვამს. ადგილობრივი თემის წევრები აცხადებენ, რომ რამდენიმე ყირიმელი თათარია გატაცებული და ამას მიიჩნევენ ამ თურქულენოვანი უმცირესობის დაშინების და შევიწროების კამპანიის გამოვლინებად. ყირიმელი თათრების ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია მარტში ყირიმის რუსეთის მიერ ანექსირებას. ყირიმის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია 29 სექტემბერს გაუჩინარებული ასანოვის შესახებ. უცნობი რჩება კიდევ ორი ყირიმელი თათრის - ისლამ ჯეპაროვის და ჯევდეთ ისლამოვის - ადგილსამყოფელი. თემის ლიდერების თქმით, ისინი 27 სექტემბერს გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG