Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: ალიანსი შეშფოთებულია უკრაინაში ზავის დარღვევით


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში ზავის ბევრჯერ დარღვევის გამო. ნატოს გენერალური მდივნის რანგში პირველი ვიზიტით პოლონეთში ყოფნისას სტოლტენბერგმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რუსეთმა თავისი გავლენა გამოიყენოს და სეპარატისტებს ზავის დაცვისკენ უბიძგოსო. უკრაინაში, განსაკუთრებით კი დონეცკის აეროპორტის მახლობლად, ზავს 6 ოქტომბერს „მყიფე“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უშიშროების საბჭომაც. სტოლტენბერგმა ნატოს „ნომერ პირველი ამოცანა“ უწოდა წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას და „დამოუკიდებელი, დემოკრატიული და დასავლეთისკენ ორიენტირებული უკრაინის“ მხარდაჭერას. ამასთან, მისი განცხადებით, ალიანსის აღმოსავლეთით გაგრძელდება სამხედრო ყოფნა და აქტივობა - რაც პოტენციურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ალიანსის მიერ რუსეთისთვის 1997 წელს მიცემულ პირობას, რომ აღმოსავლეთში არ განთავსდებოდა მნიშვნელოვანი საბრძოლო კონტინგენტი.

XS
SM
MD
LG