Accessibility links

logo-print

თეა წულუკიანი: უცხოელებს საბუთების მოწესრიგების საშუალებას მივცემთ


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ვიზებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე და თქვა, რომ „იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად გამოძებნის გამოსავალს ყველა იმ უცხოელისთვის, რომელმაც ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე არ ისარგებლა იმ ხუთთვიანი პერიოდით, რომელიც მათ საბუთების მოსაწესრიგებლად მიეცათ“. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მისცემს საშუალებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ ყველა საბუთი მოაწესრიგონ, რათა გააგრძელონ საქმიანობა საქართველოში. თეა წულუკიანის განცხადებით წესები, სავარაუდოდ, შემსუბუქდება.

XS
SM
MD
LG