Accessibility links

რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს დემონსტრაციის ღამით გამართვას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს დემონსტრაციების ღამით ჩატარებას. „შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობებისა და პიკეტირების შესახებ" ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებებით, დაშვებული არ არის საჯარო ღონისძიების ჩატარება დილის 7 საათამდე და 22 საათის შემდეგ. დაშვებულია გამონაკლისები ისტორიული თარიღების აღნიშვნისა და კულტურული ღონისიებების ჩატარების შემთხვევებში. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ეს კანონი 19 სექტემბერს მიიღო, რასაც მოჰყვა 1 ოქტომბერს მისი დამტკიცება ფედერაციის საბჭოს მიერ.

XS
SM
MD
LG