Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო შეუძლებლად მიიჩნევეს მშვიდობას დონბასში, საზღვარზე კონტროლის აღდგენის გარეშე


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეუძლებლად მიიჩნევეს მშვიდობას დონბასში, რუსეთთან საზღვარზე კონტროლის გარეშე. ამ საკითხზე პოროშენკომ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდთან კიევში შეხვედრისას. პოროშენკოს თქმით, აუცილებელია უკრაინელ მესაზღვრეებს მიეცეთ საშუალება, დაბრუნდნენ რუსეთთან საზღვრის ყველა მონაკვეთზე. ამასთან პოროშენკო შიშობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რაიონებს, რომლებსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ, ზამთარში ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრებათ, თუ არაფერი გაკეთდება ამჟამინდელი ვითარების შესაცვლელად. პოროშენკო საუბრობს გაზით, ელექტროენერგიითა და სურსათით მომარაგების განახლების აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG