Accessibility links

logo-print

უფლებადამცველები ავრცელებენ განცხადებას ყირიმში ხუთი ადამიანის გაუჩინარებაზე


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი გაუჩინარდა ყირიმში „მტრული დაპირისპირების“ შემდეგ, რაც ამწვავებს „შიშისა და უკრაინის მხარდამჭერი ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ყირიმელი თათრების მიმართ მტრული განწყობის ატმოსფეროს“. „ჰიუმან რაითს უოჩის“ ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი იპოვეს ედემ ასანოვი - ყირიმელი თათარი, რომელიც 29 სექტემბერს გაუჩინარდა. დანარჩენ დაკარგულებს შორის არის ორი ახალგაზრდა თათარი, რომელიც 27 სექტემბერს მიკროავტობუსით გაიტაცეს შავ უნიფორმებში ჩაცმულმა პირებმა. რუსეთმა წელს მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია.

XS
SM
MD
LG