Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში კარანტინში მოათავსეს სამი ადამიანი, ებოლით ექთნის ინფიცირების შემდეგ


მადრიდში შემოწმებას ატარებენ საავადმყოფოში, რომელშიც მოთავსებულია ებოლის ვირუსით ინფიცირებული ექთანი. საქმე ეხება აფრიკის კონტინენტის საზღვრებს მიღმა ებოლით ინფიცირების პირველ ცნობილ შემთხვევას. ექთანი უვლიდა დასავლეთ აფრიკაში დაავადებულ ორ ესპანელ მისიონერს. ორივე გარდაიცვალა. ესპანელი ოფიციალური პირების ცნობით, კარანტინში მოათავსეს სამი ადამიანი, მათ შორის ექთნის მეუღლე, და აკვირდებიან კიდევ 50-ზე მეტ ადამიანს, ვისაც შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდა ინფიცირებულთან. ებოლის ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვი 3400-ს აღემატება. გარდაცვლილების უმეტესობა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG