Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციით "ყვავილები ანას" პატივს მიაგებენ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას


7 ოქტომბერს პატივს მიაგებენ ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას, მისი მკვლელობის მერვე წლისთავთან დაკავშირებით. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალის“ ორგანიზებით ჩატარდა აქცია "ყვავილები ანას": უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა გაზეთების ქაღალდით დამზადებული ყვავილები მიიტანეს „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში, სადაც ის მუშაობდა. პოლიტკოვკსაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ორგანიზატორია . აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. პოლიტკოვსკაია თავის სტატიებში მკაცრად აკრიტიკებდა პრეზიდენტ პუტინის მმართველობას, ამხელდა კორუფციას და ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულებს. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში. წელს ივნისში რუსეთში ორ მამაკაცს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, ხოლო სამს - ხანგრძლივი პატიმრობა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის საფუძველზე. მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი იმ პირთა ვინაობა, ვისი დავალებითაც შესაძლოა, მოხდა მკვლელობა. პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის დაბადების დღეს, რის გამოც გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მისი მკვლელობა იყო „საჩუქარი“ პრეზიდენტისათვის.

XS
SM
MD
LG