Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჩამოახრჩვეს ჯგუფური გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული ხუთი კაცი


8 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს ხუთ ავღანელი კაცი, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ოთხი ქალის გატაცებასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში. შემთხვევა მიმდინარე წლის აგვისტოში მოხდა. ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ჯერ კიდევ სასამართლოს დასრულებამდე განაცხადა, რომ დამნაშავეებისთვის ჩამოხრჩობა უნდა მიესაჯათ. კარზაიმ პრეზიდენტობის ბოლო დღეს, 27 სექტემბერს მოაწერა ხელი 5 მსჯავრდებულის ჩამოხრჩობის ბრძანებას. 15 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ ამავე საქმეში ბრალდებულ ორ პირს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სასიკვდილო განაჩენი 20 წლიანი პატიმრობით შეუცვალა. ხუთივე პატიმარი ფულ-ე-ჩარხის ციხეში ჩამოახრჩვეს.

XS
SM
MD
LG