Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ითხოვს შეიარაღების პროგრამის დაფინანსების შემცირებას


რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა უფრო რეალისტური უნდა იყოს, რუსეთის ეკონომიკის ზრდისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზის გათვალისწინებით. სილუანოვმა რუსეთის დეპუტატებს შეახსენა, რომ ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებაზე ხარჯების 2018 წლისთვის გადატანაზე. „ახლა მომზადდება შეიარაღების ახალი პროგრამა და მის ფარგლებში გვსურს გადავხედოთ იმ რესურსების მოცულობას, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს იმისათვის, რომ ის უფრო რეალისტური იყოს. როცა შეიარაღების პროგრამას ვამტკიცებდით, სულს ხვა პროგნოზები იყო ეკონომიკასა და საბიუჯეტო შემოსავლებზე“, - განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა. არსებული გეგმით, მომავალი ექვსი წლის განმავლობაში რუსეთი სამხედრო სფეროში 576 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

XS
SM
MD
LG