Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საჰაერო იერიშებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ


აშშ-ის თხოვნის შესაბამისად, კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ერაყში. კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის კონსერვატიულმა პარტიამ გასულ კვირაში მიმართა ინიციატივით პარლამენტს. ჰარპერს პარლამენტში ხმების უმრავლესობა აქვს. ასე რომ, 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ინიციატივის ფორმალური დადასტურება იყო. 157-134-ის წინააღმდეგ - ასეთი იყო კანადის პარლამენტში კენჭისყრის შედეგი. გადაწყვეტილების მიხედვით, ერაყში საჰაერო დარტყმები განხორციელდება მომავალი ექვსი თვის განმავლობაში და არ იქნება გამოყენებული სახმელეთო ძალები.

XS
SM
MD
LG