Accessibility links

ისლამურ სახელმწიფოს ჯარი გაჰყავს სირის ქალაქ კობანის დასავლეთიდან


ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების მებრძოლებმა წუხელ სირიაში დატოვეს ზოგიერთი პოზიცია ქალაქ კობანის დასავლეთში მას მერე, რაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაციამ ინტენსიური დარტყმები განახორციელა მათ წინააღმდეგ. სირიელთა სამეთვალყურეო ორგანიზაცია ბრიტანეთიდან იტყობინება, რომ 8 ოქტომბერს გრძელდება ბრძოლა ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. სირიაში გაეროს წარგზავნილმა სტაფან და მისტურამ მიმართა საერთაშორსო თანამგეობრობას, სასწრაფოდ იმოქმედონ კობანელი სირიელი ქურთების დასახმარებლად. თურქეთში 14 ქურთი იქნა მოკლული საპროტესტო გამოსვლისას, რომელიც მიმართული იყო თურქეთის უარის წინააღმდეგ, გაეწია დახმარება კობანის დაცვაში. აშშ-ის სახელწიფოფო მდივანმა, ჯონ კერიმ თურქეთის პრემიერ მინისტრს, აჰმედ დავითოღლუს მიმართა, ემსჯელათ თურქეთის უარის გამო. კობანელი ქურთები თურქეთის ქურთ მეამბოხეებთან ერთად ებრძოდნენ თურქეთის არმიას სამი ათეული წლის მანძილზე.

XS
SM
MD
LG