Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს გეი სტუდენტს სამშობლოში დაბრუნებისა ეშინია


ადვოკატი რუსი თინეიჯერისა, რომელიც აშშ-ში დარჩა მას მერე, რაც აშშ-რუსეთის გაცვლითი პროგრამა დაუსრულდა, აცხადებს, რომ მისმა კლიენტმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რადგან ეშინია, რომ რუსეთში მას სდევნიან როგორც ჰომოსექსუალს. ადვოკატმა სუზენ რიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის კლიენტს სამშობლოში დაბრუნებისა ეშინია.17 წლის სტუდენტი მონაწილეობდა „მომავალი ლიდერების“ გაცვლით პროგრამაში და არ დაბრუნდა რუსეთში, როგორც ამას პროგრამა მოითხოვს. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება გამოიყენა და გამოეთიშა პროგრამას. მისი პირადი ცხოვრების დაცვის გამო, 17 წლის კაცის წარმომადგენლები თავიდან უარს ამბობდნენ დაედასტურებინათ საჯაროდ, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარი იმის გამო მოითხოვა, რომ გეია.

XS
SM
MD
LG