Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თვითმკვლელმა ხუთი პირი იმსხვერპლა


ავღანეთის სამხრეთის პროვინციაში, ჰელმანდში, თვითმკვლელის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ სულ მცირე, ხუთი პირი იმსხვერპლა. თავდასხმის სამიზნე იყო რაიონის პოლიციის ყოფილი მეთაური, აბდულა ხანი. აფეთქებისას, რომელიც მის სახლთან მოაწყვეს, დაშავდა თვითონ ხანი და სხვა 17 პირი. დახოცილთა და დაჭრილთა შორს არიან პოლიციელები და სამოქალაქო პირები.

XS
SM
MD
LG