Accessibility links

logo-print

აფეთქება მოხდა ბაქოს ერთ-ერთ მაღაზიაში


აზერბაიჯანის დედაქალაქში აფეთქება მოხდა მაღაზიაში, რასაც სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე, ოთხი. შენობაში მეხანძრეები ცდილობენ ჩააქრონ ცეცხლი, რომელიც აფეთქებამ გააჩინა. არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია აფეთქება. რადიო თავისუფლებას ბაქოს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა უთხრა, რომ დაშავებული ბევრია და რომ მათ პირველ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

XS
SM
MD
LG