Accessibility links

logo-print

ორმა ჩეხმა მთავრობას მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს "პუტინის რუსეთის" წინააღმდეგ


ორმა ჩეხმა კაცმა პროტესტი გამოთქვა რუსეთის მიმართ მათი მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ და სამთავრობო პრესკონფერენციის დროს წელს ზემოთ გაშიშვლდა. მათ პრემიერ-მინისტრ ბოჰუსლავ სობოტკას მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ გამბედაობა გამოიჩინონ. საპროტესტო აქტის მონაწილეები, როცა სობოტკა პრესკონფერენციას ტოვებდა, ფეხზე წამოდგნენ, წელს ზემოთ გაშიშვლდნენ და გამოაჩინეს სხეულზე გამოხატული ლოზუნგები: „ნუ იქნები პუტინთან ერთად“ და „დაიცავი თავისუფლება“. მათ გაავრცელეს ფურცლები ტექსტით: „უკრაინას დახმარება სჭირდება“ და მოუწოდეს სობოტკას, ნუ ითანამშრომლებს იმ ჩეხური ფირმების ლობისტებთან, რომლებიც რუსეთთან ერთად აწარმოებენ ბიზნესს. ამავე ტექსტში წაიკითხავდით, რომ სობოტკამ ისევე შეაქცია ზურგი უკრაინას, როგორც დასავლეთის ქვეყნებმა გააკეთეს ეს ჩეხოსლოვაკიის მიმართ. ნაგულისხმევია 1938 წელი, როცა ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ნევილ ჩემბერლენმა ნაცისტების მიმართ დაშოშმინების პოლიტიკას მიმართა.

XS
SM
MD
LG