Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის აეროპორტებში ამკაცრებენ ზომებს ებოლის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად


ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ის ხუთ აეროპორტში განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ იმ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრების შესამოწმებლად, სადაც ებოლას ვირუსია გავრცელებული. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ლიბერიიდან, სიერა ლეონედან და გვინეიდან ჩასულ მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ და კითხვებს დაუსვამენ. ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში გარდაიცვალა პირველი პაციენტი, რომელსაც ებოლის დიაგნოზით მკურნალობენ. ის ავად გახდა გასულ თვეში, შეერთებულ შტატებში ლიბერიიდან ჩასვლის შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ჯერ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთ აფრიკაში შეჩერებულია ებოლის ეპიდემია, რომელმაც ამ რეგიონში თითქმის 4000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG