Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფინანსების გაზრდას ითხოვს


შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის ბიუჯეტში უწყების დაფინანსების გაზრდას ითხოვს. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა განუცხადა, რომ სამინისტროს დაახლოებით 40-მილიონის დამატება სჭირდება. „საჭიროება დიდია – იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, აღჭურვილობა, საშტატო რიცხოვნობა და ასე შემდეგ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ხუციშვილმა. მინისტრის მოადგილე არსებული საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, მომავალი წლისათვის შსს-ს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას არ ელის. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 600 მილიონი ლარია.

XS
SM
MD
LG