Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: საჰაერო დარტყმები კობანის ვერ გადაარჩენს


აშშ და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ მხოლოდ საჰაერო დარტყმები ვერ შეაჩერებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს სირიის სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქ კობანის დაკავებისგან. პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამერიკა და მისი მეკავშირეები ჰაერიდან ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია, მაგრამ მსგავს კამპანიას თავისი საზღვრები გააჩნია. კობანიში მებრძოლი ქურთების ლიდერმა განაცხადა, რომ ღამით „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქის ორი უბანი დაიკავა და იქ მძიმე შეიარაღება შეიტანა. კობანიში სამკვირიანი ბრძოლების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 160 ათასზე მეტმა სირიელმა კი თავი მეზობელ თურქეთს შეაფარა.

XS
SM
MD
LG