Accessibility links

იემენის დედაქალაქში თვითმკვლელმა 10 ადამიანი იმსხვერპლა


იემენის დედაქალაქის, სანაას ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე მომხდარმა აფეთქებამ სულ ცოტა ათი ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმის სამიზნე შიიტი მუსლიმები იყვნენ, რომლებიც ამ დროს მოედანზე იყვნენ შეკრებილები. ალ-ყაიდის ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენლებმა მანამდე გამოაცხადეს, რომ შეებრძოლებოდნენ იემენელ შიიტებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სანაას გაკონტროლება დაიწყეს.

XS
SM
MD
LG