Accessibility links

ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ქმედება სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება


„არანაირი ქმედება, რომელსაც საქართველო ახორციელებს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ჯარის გასაწვრთნელად, არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის და პირიქით, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი კომენტარი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, რომ ჟენევის დისკუსიის 29-ე რაუნდზე მოსკოვის დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში ნატოს ინტერესების შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო განთავსების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, მსგავსი მოქმედება საფრთხეს შეუქმნის ამიერკავკასიის სტაბილურობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, არსებობს ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც სტაბილურობას არ ემსახურება და საქართველო რუსეთს ყოველთვის მოუწოდებს სწორედ ამ საკითხების მოგვარებისკენ.

XS
SM
MD
LG