Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: ახალმა "გაყინულმა კონფლიქტმა" შესაძლოა ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს


უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, ნუ შეურიგდება რუსეთის მომხრე მეამბოხეების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში დე ფაქტო სახელმწიფოს შექმნას, რადგან ასეთმა წარმონაქმნმა შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა მოსკოვს მოუწოდა, სეპარატისტებს ხელი ააღებინოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თავიანთი არჩევნების ჩატარებაზე, რაც მათ მომავალი თვისთვის აქვთ დაგეგმილი. როგორც კლიმკინმა აღნიშნა ბრიუსელში საინფორმაციო საგენტო "როიტერსისათვის" მიცემულ ინტერვიუში, „ყალბი არჩევნების“ ჩატარება გააძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მკვიდრდება გრძელვადიანი „გაყინული კონფლიქტი“, როგორც ეს დნესტრისპირეთში, ან აფხაზეთშია.

XS
SM
MD
LG