Accessibility links

იემენში 42 ადამიანი დაიღუპა შიიტების მიტინგზე მოწყობილი აფეთქების შედეგად


იემენში სულ ცოტა 42 ადაიმიანი დაიღუპა შიიტების მიტინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამხსმელმა მოაწყო დედაქალაქ სანაში - სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა ახალი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ავად ბინ მუბარაქი. აფეთქების შედაგად არიან დაჭრილებიც. იემენში მწვავე დაპირისპირებაა სუნიტ მმართველებსა და შიიტების შეიარაღებულ ორგანიზაცია "ჰუტის" შორის გასული თვიდან - მას შემდეგ, რაც "ჰუტის" მებრძოლები შეიჭრნენ სანაში. ამის შემდეგ ისინი აკონტროლებენ დედაქალაქს. მეამბოხეები დღეს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ, რათა გამოეთქვათ უკმაყოფილება მუბარაქის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით. უცხოეთში შიშობენ, რომ იემენში დესტაბილიზაციას ალ-ყაიდის გაძლიერება მოჰყვება.

XS
SM
MD
LG