Accessibility links

logo-print

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა პატრიკ მოდიანოს


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ფრანგ მწერალს, პატრიკ მოდიანოს. პრემიის წლევანდელი ლაურეატი დღეს სტოკჰოლმში დაასახელა შვედეთის აკადემიის მდივანმა, პეტერ ენგლუნდმა: „ლიტერატურის დარგში ნობელის 2014 წლის პრემია ენიჭება ფრანგ ავტორს, პატრიკ მოდიანოს მეხსიერების ხელოვნებისათვის, რომლითაც ის ახერხებს ყველაზე ძნელად ჩასაწვდომ ბედისწერათა წარმოსახვას და ფარდას ხდის ცხოვრებას ოკუპაციის პირობებში“. 69 წლის პატრიკ მოდიანოს ნაწარმოებებს შორის არის რომანები „ბოროტების კვალი“ და „თაფლობის თვე“. ნობელის პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 1,1 მლნ დოლარის ოდენობით.

XS
SM
MD
LG