Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაიფციგში აღნიშნავენ ისტორიული ანტიკომუნისტური დემონსტრაციის 25-ე წლისთავს


გერმანიის ქალაქ ლაიფციგში აღნიშნავენ ისტორიული ანტიკომუნისტური დემონსტრაციის 25-ე წლისთავს. 1989 წლის 9 ოქტომბერს ლაიფციგში (მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში) გაიმართა აქცია, რომელიც მიჩნეულია შემობრუნების წერტილად მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ „მშვიდობიან რევოლუციაში“. 25 წლის წინ ლაიფციგში შეიკრიბა 70 ათასამდე დემონსტრანტი და პოლიციამ გააუქმა ძალის გამოყენებით აქციის დაშლის გეგმა. ლაიფციგის საკონცერტო დარბაზში, გევანდჰაუზში დღეს გამართულ ცერემონიაზე, გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა „მაგიური“ უწოდა 9 ოქტომბრის საღამოს და შეაქო დემონსტრანტები, რომლებიც არ შეუშინდნენ რეპრესიებს. გაუკთან ერთად ლაიფციგში იმყოფებიან პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები, ისევე როგორც ათობით ყოფილი აქტივისტი. ერთ თვეში, 9 ნოემბერს გერმანიაში აღნიშნავენ ბერლინის კედლის დაცემის 25-ე წლისთავს.

XS
SM
MD
LG