Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში თავდასხმების შედეგად მოკლეს რამდენიმე პოლიციელი


ირანის მედიის ცნობით, რამდენიმე პოლიციელი მოკლეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში მოწყობილი თავდასხმების შედეგად. ბოლო თავდასხმა მოეწყო ხუთშაბათს დილით, როცა, სულ ცოტა, ერთი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. მანამდე კი, ღამით, შეიარაღებულმა ჯგუფმა მიიტანა იერიში სარავანის რეგიონში მდებარე პოსტზე და მოკლა, სულ ცოტა, სამი პოლიციელი. ნათელი არ არის, ვის ეკისრება თავდასხმებზე პასუხისმგებლობა. სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში, რომელიც პაკისტანსა და ავღანეთს ესაზღვრება, სეპარატისტები, კრიმინალური დაჯგუფებები და ნარკოტრეფიკერები აქტიურობენ.

XS
SM
MD
LG