Accessibility links

აშშ-ის სამხედროებმა კობანისთან 9 საჰაერო დარტყმა განახორციელეს


ხუთშაბათს აშშ-ს სამხედროებმა 9 საჰაერო დარტყმა განახორციელეს დაგჯუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, ალყაშემორტყმულ ქალაქ კობანისთან. აშშ-ის სარდლობის ინფორმაციით, 6 დარტყმა განხორციელდა კობანის სამხრეთით - „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ დიდ და ორ მცირე დანაყოფზე. განადგურდა ორი შენობა, რომელიც ექსტრემისტებს ეკავათ, აგრეთვე - ტანკი და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი. კობანის ჩრდილოეთით აშშ-ის სამხედროებმა გაანადგურეს კიდევ ორი შენობა, რომელიც ექსტრემისტებს ეკავათ. აშშ-ის საჰაერო იერიშების ფონზე „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 9 ოქტომბერს წინ წაიწიეს და ახლა კობანის თითქმის მესამედს აკონტროლებენ. კობანის ქურთ დამცველთა მეთაურმა დაადასტურა ექსტრემისტების მნიშვნელოვანი წინსვლა.

XS
SM
MD
LG