Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი - რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა შესუსტდეს


აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არ უნდა შემსუბუქდეს, ვიდრე ყველა უცხოელი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა არ დატოვებს უკრაინას, არ აღდგება კიევის სუვერენიტეტი მის მთლიან საზღვრებში და არ გათავისუფლდება ყველა ტყვე. „დღეს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება არსებობს ქაღალდზე. საბედნიეროდ, უკრაინის დიდ ნაწილში მშვიდობაა, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმება კვლავაც მნიშვნელოვნად ირღვევა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ბერლინში, ასპენის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ეხებოდა. კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, შესაძლოა, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომავალ კვირაში მილანში, აზიისა და ევროპის ლიდერების შეკრების ფარგლებში.

XS
SM
MD
LG