Accessibility links

საქართველოში ებოლის ვირუსზე აკვირდებიან უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს


ებოლის ვირუსზე ამჟამად საქართველოში აკვირდებიან უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა. მისი ინფორმაციით, დაკვირვების ქვეშ მყოფი პირები საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩამოვიდნენ და საინკუბაციო პერიოდის ამოწურვის შემდეგ მათზე მეთვალყურეობა მოიხსნება. "ებოლის ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა, თუმცა არსებობს მთავრობის შესაბამისი განკარგულება და ქვეყანაში ინფექციის შემოტანის შემთხვევისთვის სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი სექტემბერში აკვირდებოდა 57 პირს, ძირითადად ნიგერიიდან ჩამოსულ სტუდენტებს, თუმცა ებოლის სიმპტომები არ გამოვლენილა.

XS
SM
MD
LG