Accessibility links

logo-print

თბილისში აცხადებენ, რომ ჟენევაში მოსკოვის მიერ ინიცირებული არანაირი დოკუმენტი არ განხილულა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 29-ე რაუნდის ფარგლებში განხილული იყო ერობლივი განცხადების პროექტი ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც მოლაპარაკების მონაწილეებისთვის მოსკოვმა მოამზადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებით, ჟენევაში რუსეთის მიერ ინიცირებული არანაირი დოკუმენტი არ განხილულა, რასაც ადასტურებს დისკუსიის თანათავმჯდომარეთა ერთობლივი, შემაჯამებელი პრესკომუნიკეც.

XS
SM
MD
LG