Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოლოტნაიას საქმეზე“ მოსკოვში კიდევ ერთი პირი დააპატიმრეს


მოსკოვის სასამრთლომ სამი წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ერთ განსასჯელს, რომელიც 2012 წლის მაისში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის ორგანიზებაში იყო ბრალდებული. სასამართლომ დმიტრი იშევსკი დამნაშავედ სცნო არეულობას და პოლიციის წინააღმდეგ ძალადობისათვის. სულ „ბალოტნაიას საქმეზე“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 400 პირი. 2012 წლის მაისში ვლადიმირ პუტინის მესამე ინაუგურაციის წინააღმდეგ მოსკოვის ცენტრში ბოლოტნაისა მოედანზე გაიმართა მასობრივი საპროტესტო მსვლელობა, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის, რასაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG