Accessibility links

logo-print

რუსეთის სათათბირო უკრაინაში „სამხედრო დანაშაულის“ გამოძიებას ითხოვს


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთხმად მიიღო მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოთხოვნით, გამოძიებული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. „სახელმწიფო სათათბირო მოუწოდებს გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და მსოფლიო თანამეგობრობას, რათა ობიექტური, დამოუკიდებელი და ყოველმხრივი საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს იმ დანაშაულობებისა, რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 428 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG