Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქ კობანისკენ მიიწევენ


„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა ჯგუფებმა სირიის ქალაქ კობანის სიღრმისკენ წაიწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიელი აქტივისტები ავრცელებენ. ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, 10 ოქტომბერს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სულ მცირე ქალაქის 40 პროცენტს აკონტროლებენ. ბრიტანეთში მოქმედი ორგანიზაციის ინფორმაციით, ექსტრემისტების თითქმის სრულად აკონტროლებენ ქალაქის იმ რაიონს, სადაც ქურთების ადმინისტრაცია მდებარეობს.

XS
SM
MD
LG