Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა მოლდავეთი გააკრიტიკა ევროკავშირთან შეთანხმების გამო


რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მოლდავეთი, რომელმაც უარი თქვა რუსეთთან კონსულტაციებზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხერხდა. „რუსეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან და უკრაინასთან. საბოლოოს ჯამში შევთანხმდით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაგვედო, ასოცირების შესახებ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედება. სად იყო მოლდავეთი? რატომ მოლდავეთთან ვერ შევძელით ასეთი ურთიეთრობის დამყარება? სამწუხაროდ, ჩვენი მოლდოველი კოლეგებისაგან ვერ ვეღირსეთ გასაგებ პასუხს,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის მსვლელობის დროს. მას ესწრება ასევე მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაე ტიმოფტი. რუსეთი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედება ნეგატიურად აისახება მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე.

XS
SM
MD
LG