Accessibility links

logo-print

გოგლა ჟვანია: „ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე გადავა დასკვნით ფაზაში“


საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ „ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე გადავა დასკვნით ფაზაში“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ცხედრის ექსჰუმაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ექსჰუმაციის შემთხვევაში კი, მას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ. "გამოძიება მგონია, რომ მალე გადავა დასკვნით ფაზაში. ნუ დავთქვამთ ვადებს, ვადები რამდენჯერმე ვთქვი, ცოტა ძნელია ამ საქმეში სიზუსტის დაცვა, მაგრამ ძალიან მალე გაიხსნება", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

XS
SM
MD
LG